"ხვიჩა მაგარია, მაგრამ მეტისთვის პრემიერ ლიგაა საჭირო" | დიმიტრი ბულიკინი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მაგარია, მაგრამ მეტისთვის პრემიერ ლიგაა საჭირო" | დიმიტრი ბულიკინი

"ხვიჩა მაგარია, მაგრამ მეტისთვის პრემიერ ლიგაა საჭირო" | დიმიტრი ბულიკინი
28-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ეროვნული ნაკრების, ამსტერდამის აიაქსისა და ბაიერ ლევერკუზენის ყოფილმა მოთამაშემ, დიმიტრი ბულიკინმა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ბულიკინმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელი შედეგები და სათამაშო ხარისხი შთამბეჭდავია, თუმცა, მისი აზრით, კვარაცხელიას განვითარების უფრო მაღალი დონის მისაღწევად ინგლისის პრემიერ ლიგაში წასვლა სჭირდება:

"ხვიჩა კვარაცხელია ახალგაზრდა ბიჭია და მას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. მოდით, ჯერჯერობით მის სატრანსფერო ღირებულებაზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან ამას მაშინ გავიგებთ, როდესაც კვარაცხელიას ახალი გუნდი იყიდის."

"ხვიჩასთვის ახლა მთავარი ისაა, რომ საკუთარი პროგრესი უწყვეტად განაგრძოს და ამაში ტრავმებმა ხელი არ შეუშალოს. იმ შემთხვევაში, თუ კვარაცხელია საკუთარი თავის მაქსიმალურ დემონსტრირებას პერმანენტულად განაგრძობს და პრემიერ ლიგაშიც ითამაშებს, მაშინ მას შეეძლება, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს."

"რა თქმა უნდა, სერია A-ც დიდი ჩემპიონატია და პროგრესი იტალიაშიც შესაძლებელია, თუმცა საუკეთესოობისთვის ხვიჩა კვარაცხელიამ ინგლისის პრემიერ ლიგას უნდა მიაშუროს."
- თქვა ბულიკინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი