“ალ ნასირის” პრეზიდენტმა რონალდუს ტრანსფერი უარყო » სპორტის ხაზი

“ალ ნასირის” პრეზიდენტმა რონალდუს ტრანსფერი უარყო

“ალ ნასირის” პრეზიდენტმა რონალდუს ტრანსფერი უარყო
27-12-2022, 23:07
Aa Aa
გაზიარება:

37 წლის პორტუგალიელი მეგავარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კვლავაც თავისუფალი აგენტია. კლუბი, რომელსაც კრიშტიანუს ყველაზე აქტიურად უკავშირებენ, საუდის არაბული "ალ-ნასრია". მოარული ხმების თანახმად, არაბები გამოცდილ ცენტრფორვარდს 5-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 200 მილიონი ევროს ანაზღაურებას სთავაზობს.

აღნიშნული ინფორმაციის თავდაპირველი წყარო მადრიდული Marca გახლდათ, რომელმაც ისიც დაწერა, რომ "ალ-ნასრი" რონალდუს 2030 წლის მუნდიალისთვის საუდის არაბეთის ელჩობაზეც მოელაპარაკება.

იმავე Marca-ს ცნობით, "ალ-ნასრიმ" უკვე ჩანიშნა პორტუგალიელისთვის სამედიცინო შემოწმების დღე და შესაბამისი დოკუმენტაციაც მოამზადა.
მიუხედავად ამისა, "ნაჯდის რაინდების" პრეზიდენტი, მუსლი ალ-მუამარი მედიაში გავრცელებულ ყველანაირ ინფორმაციას უარყოფს.
"ამ სტატიებს სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. რაც მედიაში იწერება, სიცრუეა!" - განაცხადა ალ-მუამარიმ.

ის, თუ ვინ იყო მართალი - ალ-მუამარი თუ ესპანური პრესა, უახლოეს დღეებში გამოჩნდება, მანამდე კი რონალდუ ოჯახთან ერთად ყოფნით ტკბება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი