გოგა პარკეტზე დააბრუნეს | პეისერსმა ნიუ ორლეანთან დიდი სხვაობით წააგო » სპორტის ხაზი

გოგა პარკეტზე დააბრუნეს | პეისერსმა ნიუ ორლეანთან დიდი სხვაობით წააგო

გოგა პარკეტზე დააბრუნეს | პეისერსმა ნიუ ორლეანთან დიდი სხვაობით წააგო
27-12-2022, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

დილის 5 საათზე NBA-ს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ნიუ ორლეანი და ინდიანა პეისერსი დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თამაშებისგან განსხვავებით, ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ცენტრს, გოგა ბითაძეს სათამაშოდ არც თუ ცოტა დრო მიეცა. ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს სათამაშოდ 10:56 წუთი გამოუყო, რა დროშიც ქართველმა კალათბურთელმა თავი 4 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ინდიანამ ის უშანსოდ წააგო. საგულისხმოა, რომ შეხვედრის დასაწყისიდან ნიუ ორლეანი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, რის გამოც მათ უპირატესობა მალევე მოიპოვეს, რომლის შენარჩუნებაც ბითაძის მეტოქე გუნდმა მატჩის დასასრულამდე შეძლო - 113:93.

შეგახსენებთ, რომ ინდიანა პეისერსს 17 მოგება და ამდენივე წაგება აქვს, რომლითაც ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებენ. გოგა ბითაძე და მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 დეკემბერს, ატლანტა ჰოუკსთან ითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი