ნაპოლის საკვანძო მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა! » სპორტის ხაზი

ნაპოლის საკვანძო მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა!

ნაპოლის საკვანძო მოთამაშემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა!
27-12-2022, 13:09
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ნაპოლის 28 წლის სლოვაკმა ფეხბურთელმა, სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ სტანისლავი ნეაპოლურ გუნდთან ერთად 2027 წლამდე დარჩება. გარდა ამისა, გავრცელდა კონტრაქტის გარკვეული დეტალიც, რომლის თანახმადაც ლობოტკას დამატებით ერთი წლით დარჩენა შეეძლება.

ცნობისთვის, სლოვაკი ნახევარმცველი ნაპოლიში 2020 წლიდან თამაშობს, სადაც ის ვიგოს სელტადან გადაბარგდა. ამ სეზონში, ლობოტკას იტალიური კლუბის მაისურით 21 მატჩი აქვს გამართული, რომლის განმავლობაშიც მან ერთი გოლის გატანა და ამდენივე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი