VIDEO: პელეს ქალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს - როგორია ბრაზილიელის მდგომარეობა? » სპორტის ხაზი

VIDEO: პელეს ქალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს - როგორია ბრაზილიელის მდგომარეობა?

VIDEO: პელეს ქალიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს - როგორია ბრაზილიელის მდგომარეობა?
26-12-2022, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

სამწუხაროდ, ახალ წელს საფეხბურთო სამყარო დიდი ტკივილით და დარდით ხვდება, რადგან 'ფეხბურთის მეფის' პელეს მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და შესაძლებელია ამ დღეებში ყველაფერი დასრულდეს.

პარასკევს პელეს ქალიშვილმა გამოაქვეყნა ფოსტი, სადაც ნათლად ჩანდა პელეს მდგომარეობა - როგორც ექიმები ამბობენ 82 წლის ბრაზილიელი მკურნალობაზე აღარ რეაგირებს. ის მხოლოდ პალიატიურ დახმარებას იღებს, რათა ეს ყველაფერი მას სუნთქვასა და ტკივილის შესამსუბუქებლად დაეხმაროს.

გუშინ, ბრაზილიელის ქალიშვილმა ისევ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თვითონ ლეგენდარულ ფეხბურთელსაც ვხედავთ, თუმცა საქმე ისაა, რომ პელემ არ იცის თუ რა ხდება მის გარშემო, ექიმები ამას წამლის მიღების შემდეგ გართულებულ სცენარს უწოდებენ, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს.

ექიმები პელეს ოჯახის წევრებს იმედს ვერ აძლევენ, რადგან ახლა ყველაფერი ბრაზილიელზეა დამოკიდებული.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი