"ამიტომ იყო ფლიკის დატოვება სწორი გადაწყვეტილება", - ჰერბეტ ჰაინერი გერმანიის ნაკრებზე » სპორტის ხაზი

"ამიტომ იყო ფლიკის დატოვება სწორი გადაწყვეტილება", - ჰერბეტ ჰაინერი გერმანიის ნაკრებზე

"ამიტომ იყო ფლიკის დატოვება სწორი გადაწყვეტილება", - ჰერბეტ ჰაინერი გერმანიის ნაკრებზე
25-12-2022, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა გერმანულ ფეხბურთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰანს ფლიკის გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო:

"ორ წელიწადზე ნაკლებ დროში ევროპის ჩემპიონატი გველის, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ. გერმანული ფეხბურთი უნდა გაერთიანდეს და ნეგატივში არ უნდა ჩავარდეთ. ვფიქრობ, რომ ჰანს ფლიკის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო.

რატომ? ფლიკმა ბაიერნში აჩვენა, რომ მას ტიტულების მოგება შეუძლია და ეს არის ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა. გერმანიის ნაკრებმა საკუთარი სტანდარტების მიხედვით, ყოველთვის უნდა შეძლოს ტიტულისთვის ბრძოლა და თამაში
", - განაცხადა ჰაინერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი