ფაბიო პარატიჩი კვარაცხელიას არ ეშვება | ქართველს ტოტენჰემში ელიან » სპორტის ხაზი

ფაბიო პარატიჩი კვარაცხელიას არ ეშვება | ქართველს ტოტენჰემში ელიან

ფაბიო პარატიჩი კვარაცხელიას არ ეშვება | ქართველს ტოტენჰემში ელიან
24-12-2022, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

Yahoosport-ის ინფორმაციის თანახმად, სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი დაჟინებით ცდილობს, რომ იტალიის ჩემპიონატის დინამიკური შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ლივერპულს ხელიდან გამოაცალოს და ტოტენჰემში გადაიბიროს.

როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში ეფექტურია როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაშიც, რის გამოც ქართველმა ტალანტმა არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის ლივერპულისაც, რომლის მთავარი მწვრთნელიც კვარაცხელიას მიმართ სიმპათიებს არც მალავს.

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მაისურით ყველა ჩემპიონატზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. გარდა ამისა, იტალიის ჩემპიონატში ხვიჩას საშუალო რეიტინგი ყველა დანარჩენი მოთამაშის მაჩვენებელს აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ ტოტენჰემის ფლანგები კარგი ფეხბურთელებით გადავსებულია (სონ ჰინ მინი, დეიან კულუსევსკი, რიშარლისონი), ფაბიო პარატიჩის სურვილია, რომ სატრანსფერო გადატრიალება მოახდინოს და ხვიჩა კვარაცხელია ლონდონში ჩაიყვანოს. სხვათაშორის, ამისთვის "დეზებს" თავიანთი სატრანსფერო რეკორდის გაუმჯობესება მოუწევთ.

ამის პარალელურად, Calciomercato წერს, რომ ნაპოლი მზადაა ქართველ შემტევს ხელფასი გაუორმაგოს, რათა მისი შენარჩუნების ძლიერი ბერკეტი შექმნას. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ თუ რომელიმე კლუბი ხვიჩას გაფორმებას შეეცდება, მას 100 მილიონზე ნაკლების გადახდის არანაირი გზა არ ექნება.

ყველაფრის გათვალისწინებით, ტოტენჰემის მფლობელი, დანიელ ლევი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიასთან დამაჯერებელ საუბარს გამართავს და ტრანსფერს წარმატებით დაასრულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი