"ნაპოლის კვარაცხელია ჰყავს, თუმცა იუვენტუსი უფრო ძლიერი გუნდია" | ფედერიკო ბერნარდესკი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის კვარაცხელია ჰყავს, თუმცა იუვენტუსი უფრო ძლიერი გუნდია" | ფედერიკო ბერნარდესკი

"ნაპოლის კვარაცხელია ჰყავს, თუმცა იუვენტუსი უფრო ძლიერი გუნდია" | ფედერიკო ბერნარდესკი
24-12-2022, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

იუვენტუსისა და ფიორენტინას ყოფილმა ფეხბურთელმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელიც 2023 წლის 4 იანვარს განახლდება.

28 წლის ფეხბურთელმა ნაპოლიში კვარაცხელიას ფაქტორი გამოარჩია, თუმცა დასძინა, რომ შემადგენლობით ლიგის ყველაზე ძლიერი გუნდი იუვენტუსია:

"ნაპოლიმ სეზონის პირველი ნახევარი გასაოცრად ჩაატარა. ნეაპოლელებს გუნდში ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ, რომელიც გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა, მიმაჩნია, რომ გუნდურად ყველაზე ძლიერი იუვენტუსია. ჩემი აზრით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და რბოლაში როგორც მილანი, ისე ინტერი და იუვეც არიან ჩართულნი."

"ბოლო ამხანაგურ შეხვედრებში ნამდვილი იუვენტუსი ვნახე, რომელსაც გამარჯვების მენტალიტეტი გააჩნია."
- თქვა MLS-ის ტორონტოს ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი