"დავითაშვილისგან სწორედ ამის მიღება მსურს" | ბორდოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"დავითაშვილისგან სწორედ ამის მიღება მსურს" | ბორდოს მწვრთნელი

"დავითაშვილისგან სწორედ ამის მიღება მსურს" | ბორდოს მწვრთნელი
24-12-2022, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ყველა, საკლუბო ფეხბურთის ოფიციალურად განახლებამდე ზურიკო დავითაშვილის ბორდოც ამხანაგურ შეხვედრებს მართავს, სადაც ფრანგული კლუბის მთავარი მიზანი ფიზიკური კონდიციების სრულებით აღდგენაა.

იქამდე, სანამ სეზონი განახლდება, ჟურნალისტებთან ბორდოს მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა ისაუბრა, რომელმაც ის ასპექტები გამოარჩია, სადაც მას ზურიკო დავითაშვილის პროგრესის ხილვა ყველაზე მეტად სურს:

"ბოლო ამხანაგური შეხვედრები ზურიკო დავითაშვილმა მშვენივრად ჩაატარა და მისგან სწორედ ეს მინდა. ზურიკო დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტად აქტიური და შედეგიანი უნდა იყოს, რადგან შესაბამისი შესაძლებლობები გააჩნია, ისევე როგორც სხვა არაერთ ბორდოს ფეხბურთელს. დავითაშვილის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ ერთი გოლია, რაც საკმარისი არ არის, მან უნდა მოუმატოს. დავითაშვილი მომენტების შექმნაში ძალიან ძლიერია და მათი დაგვირგვინებაც უნდა შეეძლოს. ზურიკო არის ფეხბურთელი, რომელზეც დაყრდნობა შეგვიძლია." - თქვა ბორდოს თავკაცმა.

ცნობისთვის, ბორდო მომდევნო შეხვედრას უკვე შიდა ჩემპიონატში, ტურნირის პირველადგილოსან ლე ავრთან 26 დეკემბერს, 22:05-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი