მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება - რაზე უნდა ისაუბრონ მხარეებმა? » სპორტის ხაზი

მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება - რაზე უნდა ისაუბრონ მხარეებმა?

მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება - რაზე უნდა ისაუბრონ მხარეებმა?
22-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა და განაცხადა, რომ 'ნაპოლი' 21 წლის შემტევს კონტრაქტს მალე გაუხანგრძლივებს.

"მამუკა ჯუღელი იტალიაში დეკემბრის ბოლოს გაემგზავრება. იგი 'ინტერისა' და 'ნაპოლის' მატჩს დაესწრება და იანვრის დასაწყისში, პარტენოპეის წარმომადგენლებსა და შუამავალ კრისტიან ძაკარდოს შეხვდება, რათა კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს, რომლითაც ხვიჩას ხელფასი გაიზრდება."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ხელფასი სეზონში 1.2 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პარტენოპეის რიგებში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი