"კვარას ტრავმის რეციდივი სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეტყობა" | Calcionapoli24 » სპორტის ხაზი

"კვარას ტრავმის რეციდივი სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეტყობა" | Calcionapoli24

"კვარას ტრავმის რეციდივი სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეტყობა" | Calcionapoli24
19-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 17 დეკემბერს ნაპოლიმ სტადიო მარადონაზე ამხანაგური შეხვედრა ესპანური ვილიარეალის წინააღმდეგ გამართა, სადაც იტალიელები უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის სასიხარულო ის იყო, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი დროთა განმავლობაში ნაპოლის გამოკვეთილ ლიდერად ყალიბდება და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც კვარამ 90 წუთი ითამაშა.

ასევე, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს Calcionapoli24-იც გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ქართველ მოთამაშეს ტრავმის რეციდივები სულ უფრო და უფრო ნაკლებად ეტყობა: "უმნიშვნელოვანესი დაბრუნება ნაპოლისთვის, ფუნდამენტალური მნიშვნელობის ფეხბურთელი შეტევით ფაზაში ისევ გამოჩნდა, რომელიც ყოველთვის სახიფათოა თავისი გამორჩეული დრიბლინგებით, ასისტებითა და გოლის ალღოთი. კვარამ ბოლო სამი ლიგის შეხვედრა ატალანტასთან, ემპოლისთან და უდინეზესთან მიღებული წელის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა კვარაცხელიას უკვე ეტყობა, რომ ტრავმა, თითქმის აღარც აწუხებს და თურქეთში გავლილი შეკრება მასზე იდეალურად აისახა."

ცნობისთვის, ნაპოლი სეზონის მეორე ნახევარს 4 იანვარს ინტერთან დაპირისპირებით გახსნის, მანამდე კი, იტალიელები 21 დეკემბერს ლილს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი