ემილიანო მარტინესმა მბაპე გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

ემილიანო მარტინესმა მბაპე გააკრიტიკა

ემილიანო მარტინესმა მბაპე გააკრიტიკა
18-12-2022, 10:57
Aa Aa
გაზიარება:

ემილიანო მარტინესმა გააკრიტიკა კილიან მბაპე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ არგენტინასა და საფრანგეთს შორის.

დღეს საფრანგეთი და არგენტინა ერთმანეთში მსოფლიო ჩემპიონის ვინაობას გადაწყვეტენ. ამ წლის დასაწყისში “პარი სენ-ჟერმენის”სუპერვარსკვლავმა, მბაპემ განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკული ფეხბურთი არ არის ისეთი მოწინავე, როგორც ევროპული

”ევროპაში უპირატესობა ის გვაქვს, რომ ჩვენ მუდმივად ვთამაშობთ ერთმანეთთან მაღალი დონის მატჩებს, მაგალითად ერთა ლიგაზე.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად ვართ. ბრაზილიასა და არგენტინას სამხრეთ ამერიკაში ასეთი დონე არ აქვთ. ფეხბურთი არ არის ისეთი განვითარებული, როგორც ევროპაში. ამიტომაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე ყოველთვის ევროპელები იგებენ”- თქვა კილიანმა.

კვირას მატჩის წინ, არგენტინის მეკარე მარტინესმა გააკრიტიკა მბაპე მსგავსი კომენტარებისთვის.

”მან საკმარისად არ იცის ფეხბურთი. არასოდეს უთამაშია სამხრეთ ამერიკაში. როდესაც ეს გამოცდილება არ გაქვთ, შეიძლება უმჯობესი იყოს, ამაზე არ ისაუბროთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ დიდი გუნდი ვართ”- განაცხადა არგენტინელთა კარის დარაჯმა.

დღევანდელი ფინალი 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი