"ამ ასპექტში ხვიჩა ბრაზილიელ რონალდოს ჰგავს" - ანტონიო კასანო ქართველზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ამ ასპექტში ხვიჩა ბრაზილიელ რონალდოს ჰგავს" - ანტონიო კასანო ქართველზე საუბრობს

"ამ ასპექტში ხვიჩა ბრაზილიელ რონალდოს ჰგავს" - ანტონიო კასანო ქართველზე საუბრობს
20-09-2022, 20:38
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონს და მის პროდუქტიულ შეხვედრას მილანის წინააღმდეგ, გამოეხმაურა რეალის, მილანისა და რომას ყოფილი ფეხბურთელი, ანტონიო კასანო, რომელმაც განაცხადა:

"ხვიჩას თამაშებზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორც ბრაზილიელ რონალდოს ჰქონდა. ამ ასპექტში კვარაცხელია ბრაზილიელ რონალდოს ძალიან ჰგავს. რაც შეეხება მილანთან შეხვედრას - ნაპოლიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა მილანს წაგება არ დაუმსახურებია. კვარა და ლობოტკა ნებისმიერ გუნდში თამაშს შეძლებდნენ, ბარსელონაში, ბაიერნსა თუ მანჩესტერ იუნაიტედში." - განაცხადა იტალიელმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნაპოლი მორიგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, ტორინოს წინააღმდეგ გამართავს, სადაც როგორც ქართველი, ისე იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩასგან კიდევ ერთ დამაჯერებელ შეხვედრას ელიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი