რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ქართული კლუბის, კერძოდ დინამო ბათუმის სპონსორი რუსული გაზპრომი გახდა. აგრეთვე, დაანონსებული იყო, რომ აჭარული კლუბი რუსეთიდან 7 ფეხბურთელს ჩამოიყვანდა, რამაც, ცხადია, გულშემატკივრების სიბრაზე გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, ძალიან მალევე, ჯერ დინამო ბათუმის პრეზიდენტის შვილის, ნანუკა ბერიძის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც ყველაფერი უარყო: "ცოტა მოუხმეთ აზრს! 9 გამომწერიან ფეიქ გვერდის სიახლეს რომ უჯერებთ და მით უმეტეს აზიარებთ, სირცხვილია!" - საუბარია POSTV ფეხბურთის ყალბ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ამაზე კომენტარი თავად POSTV-მაც გააკეთა და დაადასტურა, რომ ინფორმაცია ყალბი გვერდის გავრცელებულია და სიმართლეს არ შეესაბამება.