"ხვიჩა დრიბლინგისას ტურბოს არ რთავს" | ენრიკო ფედელე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა დრიბლინგისას ტურბოს არ რთავს" | ენრიკო ფედელე

"ხვიჩა დრიბლინგისას ტურბოს არ რთავს" | ენრიკო ფედელე
12-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე იცით, ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ მოკლე მონაკვეთში ორი ამხანაგური შეხვედრა თურქულ შეკრებაზე გამართა. პირველ ჯერზე, იტალიელები ანტალიასპორს დაუპირისპირდნენ, სადაც მათ 2:3 მოიგეს, ხოლო რამდენიმე დღეში ნაპოლიმ მეორე მატჩი კრისტალ პალასის წინააღმდეგ ითამაშა, რომელიც კვლავ ნეაპოლელების გამარჯვებით დასრულდა - 1:3.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგობრივად ნაპოლიმ ორივეჯერ სასურველს მიაღწია, ცხადია, ამხანაგურ მატჩებში საინტერესო სხვა რამ უფროა. მაგალითად ის, თუ როგორ ფორმაში იმყოფებიან ფეხბურთელები. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხვიჩას ბოლო ხანს მიღებული ტრავმის რეციდივები ჯერ კიდევ ეტყობა:

"ამხანაგური შეხვედრები ხშირად წყალგამყოფი არ არის ხოლმე, თუმცა ნაპოლის ბოლო ორი შეხვედრიდან ნამდვილად გამოჩნდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მინდორზე დასაბრუნებლად ჯერ 100%-ით მზად არ არის, რადგან ის ჯერ კიდევ ტრავმის ზეგავლენით თამაშობს, სისწრაფეს ბოლომდე ვერ ავითარებს, ასე ვთქვათ, ტურბოს არ რთავს ხოლმე. ხვიჩა კვარაცხელია დრიბლინგებს ფრთხილად ახორციელებდა, რაც, ალბათ იქედანაა გამოწვეული, რომ ჯერ მას ძველი ტრავმის შიში ისევ აქვს." - ენრიკო ფედელე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი