"ხორვატიასა და რეალს საერთო დნმ აქვთ" | ლუკა მოდრიჩი » სპორტის ხაზი

"ხორვატიასა და რეალს საერთო დნმ აქვთ" | ლუკა მოდრიჩი

"ხორვატიასა და რეალს საერთო დნმ აქვთ" | ლუკა მოდრიჩი
12-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ზლატკო დალიჩის გვერდით იმყოფებოდა, სადაც მან არგენტინასთან გასამართი 1/2 ფინალური შეხვედრა ვრცლად განიხილა:

"არგენტინა დიდი გუნდია, ისინი დიდი მიზნებისთვის იბრძვიან, ამიტომ ჩვენი კარიერის საუკეთესო თამაში უნდა ჩავატაროთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შემართება წარმატებას მოგვიტანს. ვფიქრობ, რეალსა და ხორვატიას საერთო დნმ აქვთ, რადგან ორივე ბოლომდე იბრძვის ხოლმე. რასაკვირველია, განსაკუთრებული ყურადღება ლიონელ მესიზე იქნება მიმართული, ის უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა უყურადღებოდ არც სხვები უნდა დავტოვოთ."

"არ მიკვირს, რომ მუნდიალის ფავორიტებში არავინ მოგვიხსენიებდა. ეს ლოგიკურია, რადგან პირველ ჯერზე ყველას დიდი ქვეყნები ახსენდება. სიმართლე გითხრათ, არც გვაღელვებს, რომ ხორვატიის სახელს ფავორიტთა სიაში ვერ ვხედავთ. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, ამაშია სწორედ ხორვატიის ძალა."

"მუნდიალის დაწყებამდე ნაკრების წევრებმა ერთმანეთში არაერთხელ ვისაუბრეთ და ჩვენ გვჯეროდა, რომ რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა შეგვეძლო. გუნდში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებმაც მეტი მუხტი და ენერგია შემოიტანეს. საოცარი გრძნობაა, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხეთ მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალში გასვლა."


შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და არგენტინის დაპირისპირება ხვალ, 13 დეკემბერს 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი