კეინი: "მთელი ცხოვრება ამ ტვირთის ტარება მომიწევს" » სპორტის ხაზი

კეინი: "მთელი ცხოვრება ამ ტვირთის ტარება მომიწევს"

კეინი: "მთელი ცხოვრება ამ ტვირთის ტარება მომიწევს"
11-12-2022, 10:56
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ინგლისსა და საფრანგეთს შორის მეოთხედფინალური დაპირისპორება გაიმართა, სადაც "მამლებმა" 2-1 იმარჯვეს. საუთგეიტის შეგირდების მხრიდან ერთადერთი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა. მან ანგარიშის გათანაბრების შანსი გაანიავა, მეორე თერთმეტმეტრიანი საშინლად შეასრულა. შეხვედრის შემდგომ ჰარიმ ამ ფატქზე ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, ეს არის ის ტვირთი, რითიც ცხოვრება მომიწევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთით უნდა ვიამაყოთ. ინგლისს შესანიშნავი ნაკრები ჰყავს და მომავლისთვის კარგი საფუძველი არის ჩაყრილი. გაფუჭებულ პენალტს მომზადებას ან თავდაჯერებულობას ვერ დავაბრალებ.

მე საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი, უბრალოდ ვერ დავარტყი კარგად. რა თქმა უნდა, ეს წაგება ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან მძიმეა. შემდეგ ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი გვქონდა, მაგრამ ასეთ დროს გამარჯვებულის ბედს დეტალები წყვეტს. როგორც კაპიტანი და პენალტის გამფუჭებელი პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.“

ნახევარფინალები 13 და 14 დეკემბერს გაიმართება. არგენტინა ხორვატიას, საფრანგეთი კი მაროკოს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი