"მინდა მესი აცრემლებული ვნახო" | ფრედი » სპორტის ხაზი

"მინდა მესი აცრემლებული ვნახო" | ფრედი

"მინდა მესი აცრემლებული ვნახო" | ფრედი
9-12-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელმა ფრედმა, რომელიც სამხრეთ ამერიკელთა შემადგენლობაში 2014 წლის მუნდიალზე თამაშობდა, არგენტინისა და ბრაზილიის შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2 ფინალშია მოსალოდნელი:

"დიდი სურვილი მაქვს, რომ მუნდიალის 1/2 ფინალში ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირება ვიხილო, სადაც ყველაფერთან ერთად, არეულობას, დაძაბულობას, ნეიმარის საოცარ თამაშსა და ლიონელ მესის ცრემლებს ვნახავთ." - თქვა ფრედმა.

ცნობისთვის, ფრედის პროგნოზი სამხრეთ ამერიკული 1/2 ფინალის შესახებ იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ არგენტინა და ბრაზილია თავიანთ 1/4 ფინალურ შეხვედრებს მოიგებენ და მომდევნო ეტაპზე გავლენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.