"სანტუში სწორად მოიქცა, რონალდუ რომ სკამზე დატოვა"- რა განაცხადა სერია ა-ს ყოფილმა მოთამაშემ » სპორტის ხაზი

"სანტუში სწორად მოიქცა, რონალდუ რომ სკამზე დატოვა"- რა განაცხადა სერია ა-ს ყოფილმა მოთამაშემ

"სანტუში სწორად მოიქცა, რონალდუ რომ სკამზე დატოვა"- რა განაცხადა სერია ა-ს ყოფილმა მოთამაშემ
7-12-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს ყოფილი მცველი, დანიელე ადანი თვლის, რომ ფერნანდო სანტუში მართალი იყო, რომ კრიშტიანუ რონალდუ დატოვა პორტუგალიის სასტარტო შემადგენლობის მიღმა შვეიცარიის წინააღმდეგ.

"მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და არავის დაელოდება, არათუ კრიშტიანუ რონალდუს. სანტუში მართალი იყო, იგი სასტარტოში რომ არ დააყენა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, მხოლოდ ბოლო 20 წუთი შეიძლება იყოს გამოსადეგი"- განაცხადა "ინტერისა" და "ფიორენტინას" ყოფილმა მოთამაშემ.

რონალდუ გუშინდელ თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთო, გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

ადანი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტი იტალიაში, განსაკუთრებით 2019 წელს "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელთან, მასიმილიანო ალეგრისთან ცნობილი კამათის შემდეგ.

კარიერის განმავლობაში მან 192 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში და 154 სერია ბ-ში, იტალიის ნაკრებში კი ხუთი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი