"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ.." | ფილიპ ლამმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ.." | ფილიპ ლამმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ.." | ფილიპ ლამმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა
3-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა განაპირა მცველმა, ფილიპ ლამმა ბუნდესნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა შეაფასა, სადაც ნაკრების ექს-კაპიტანმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა:

"ამ მომენტში, გერმანიამ უნდა იზრუნოს, რომ სწორი და შესაფერისი ხალხი მოძებნოს. სამწუხაროდ, ეს მუნდიალიც, წინა ტურნირის მსგავსად, ჩვენს სავალალოდ დასრულდა, თუმცა წინ ევროპის ჩემპიონატია, რომელიც სულ რაღაც 18 თვეში დაიწყება. გერმანიის ნაკრებში ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს, მაგალითად, ლეროი სანე, სერჟ გნაბრი, ჯამალ მუსიალა, თუმცა ასეთ სტადიაზე ლიდერები პასუხისმგებლობას უფრო მეტად უნდა გრძნობდნენ და საკუთარ თავებზეც უფრო მეტს უნდა იღებდნენ. თამაშის ყურებისას შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ გუნდი ულიდეროდ თამაშობდა. რაც შეეხება დაცვას და მის ჩავარდნას, მთავარი პრობლემა მათი უდისციპლინობა და შეუთამაშებლობა იყო, რომელთა შორისაც გუნდური ქიმიის ჩამოყალიბება მსოფლიოს ჩემპიონატამდე უნდა მომხდარიყო, მწვრთნელმა კი ამას ყურადღება არ მიაქცია." - ფილიპ ლამი.

ფილიპ ლამმა თქვა, რომ გერმანია თავის ისტორიულ სახეს არ ჰგავს და როცა საქმე ასე დგას, ესე იგი, რაღაცა არასწორად კეთდება. ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ გულშემატკივრებს გერმანიის ნაკრებთან თავის იდენტიფიცირება უნდა შეეძლოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.