'მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივარს' - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი ბრინჯაოს გრანდ სლემის მოგების შემდეგ » სპორტის ხაზი

'მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივარს' - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი ბრინჯაოს გრანდ სლემის მოგების შემდეგ

'მადლობას ვუხდი ქართველ გულშემატკივარს' - ლაშა ბექაურის პირველი კომენტარი ბრინჯაოს გრანდ სლემის მოგების შემდეგ
3-12-2022, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური ტოკიო გრანდ სლემის ფინალური ბლოკში ბაკერ მაშუს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგის სამჯერ დაჯარიმების შემდეგ აღნიშნული ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ლაშა შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და საქართველომ ამ გათამაშებაში პირველი მედალიც მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ქართველ გულშემატკივარს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა ჩემს გულშემატკივარს, რადგან თქვენ ყოველთვის გვერდში მიდგახართ. მადლობა ასევე ქართველ გულშემატკივრებს, მიყვარხართ."

შეგახსნებთ, რომ ხვალ ტოკიოს გრანდ სლემის მეორე საასპარეზო დღეა, სადაც 5 ქართველი ძიუდოისტი წარსდგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი