VIDEO: რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებს აცრემლებული დაემშვიდობა » სპორტის ხაზი

VIDEO: რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებს აცრემლებული დაემშვიდობა

VIDEO: რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებს აცრემლებული დაემშვიდობა
1-12-2022, 23:59
Aa Aa
გაზიარება:

49 წლის სპეციალისტი, რობერტო მარტინესი, რომელმაც მარკ ვილმოტსი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაანაცვლა, ბელგიის ნაკრებისთვის მუნდიალზე საუკეთესო შედეგის მომტანი მწვრთნელი გახდა - მესამე ადგილი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მიუხედავად ამისა, 4 წლის შემდეგ, ბელგიამ მუნდიალის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, რასაც ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო გასახდელში არსებულმა ბურუსით მოცულმა სიტუაციამ და ქაოსმა, რომლის მართვაც მარტინესმა და მისმა ბიჭებმა ვერ შეძლეს.

ტურნირის ორ შეხვედრაში მოპოვებული 3 ქულის თავზე, ბელგიელებს ხორვატებთან მოგება სჭირდებოდათ, რისთვისაც მათ საკმარისი რაოდენობის მომენტები შექმნეს, მეტიც, მათ ფორვარდს და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს, რომელუ ლუკაკუს ჰეთ-თრიქის შესრულებაც კი შეეძლო, მაგრამ საგოლე რეალიზაციის თვალსაზრისით, ბელგიამ შეხვედრა აშკარად ჩააგდო, რის გამოც გუნდი მუნდიალის ჯგუფში უსახელოდ ჩარჩა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიის თავკაცი, რობერტო მარტინესი ჟურნალისტებთან გაჩერდა და მათთან კომენტარი გააკეთა: "ეს ჩემი ბოლო შეხვედრა იყო, რაც ჩემთვის ძალიან ემოციური გახლავთ. ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება იქამდე მივიღე, სანამ ტურნირის შედეგი გვეცოდინებოდა. მე ყოველთვის გრძელვადიან პროექტებზე ვმუშაობ და ბელგიის დატოვების თარიღიც წინასწარ ზუსტად ამიტომ შევათანხმეთ. 2018 წლიდან მოყოლებული, არაერთ კლუბში შემეძლო მუშაობის გაგრძელება, მაგრამ კონტრაქტისგან თავის არიდება და ნაადრევად წასვლა ჩემი სტილი არაა. ახლა კი, კონტრაქტი ამოწურულია და მივდივარ, თანამდებობას ისე არასდროს ვტოვებ. აქ 6 წლის წინ მოვედი და მუნდიალის მოგების მკაფიო გეგმა ხალხთან ერთად დავისახეთ, რაც ჩემთვის სასიხარულო იყო. მიყვარს აქაურობა და ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ ბელგიელი მოთამაშეების მიმართ. საბოლოოდ, ეს ჩემი ბოლო თამაში იყო ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში, დროა ნაკრები დავტოვო." - რობერტო მარტინესი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი