აშშ-ის ქალთა ნაკრებმა 6,5 მილიონი დოლარი მიიღო მას შემდეგ, რაც მამაკაცთა გუნდმა კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ისინი მეოთხედფინალშიც გავლენ.
ამერიკელებმა B ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ირანს სძლიეს და ფლეი ოფშიც გავიდნენ. ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა, კრისტიან პულიშიჩმა საკუთარი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
აშშ-ს მოთამაშეებმა ამჟამად 13 მილიონი დოლარი მიიღეს. ცხადია, ეს თანხა კიდევ გაიზრდება, თუ ისინი ჰოლანდიის ბარიერის დაძლევას მოახერხებენ.
მამაკაცთა გუნდის წარმატების გამო ქალთა ფულადი პრიზით წახალისებას მიზეზი აქვს. ორივე მხარემ მოაწერეს კონტრაქტს ხელი, რომლის თანახმადაც ისინი აერთიანებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო თანხებს.
შეთანხმება გაფორმდა იმისთვის, რომ ორივე გუნდს მიეცეს თანაბარი ანაზღაურება შესაბამისი მიღწევებისთვის.