"პოლონეთთან რთულ თამაშს ველით" | სკალონის კომენტარი » სპორტის ხაზი

"პოლონეთთან რთულ თამაშს ველით" | სკალონის კომენტარი

"პოლონეთთან რთულ თამაშს ველით" | სკალონის კომენტარი
30-11-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება, სადაც ლიონელ მესის არგენტინისა და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 23:00 საათზე შედგება.

აი, რა თქვა მატჩამდე არგენტინელთა დამრიგებელმა, ლიონელ სკალონიმ: "პოლონეთთან რთული შეხვედრა იქნება, რადგან მათ ძალიან კარგად შეუძლიათ როგორც თავის დაცვა, ისე შეტევაში გადასვლა და მეტოქისთვის ხიფათის შექმნა. გარდა ამისა, პოლონელები მრავალმხრივად ძლიერები არიან, ისინი საჰაერო ორთაბრძოლების მოგებით გამოირჩევიან და არც ტექნიკა დაეწუნებათ. ამდენად, თავი ძალიან ფრთხილად უნდა დავიცვათ."

"ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რომელ მოთამაშეებს მიეცემათ შანსი, თუმცა ნდობა ყველას აქვს. ენცო ფერნანდესმა თავი ბრწყინვალე გოლით დაგვამახსოვრა, გარდა ამისა სკამზე პაულო დიბალაც გვყავს. მოკლედ, ფეხბურთელებს მეტოქიდან გამომდინარე შევარჩევთ და მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ." - ლიონელ სკალონი.

შეგახსენებთ, რომ სკალონისა და მის არგენტინის ნაკრებს დღევანდელ შეხვედრაში აუცილებლად მოსაგები აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არგენტინა მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა, უდიდესი ალბათობით, იქ დიდიე დეშამის საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რაც, ცხადია, რომ არავის სურვილი არაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი