VIDEO: ფანმა ნეიმარის იმიჯი მოირგო და დაცვა მოტყუებული დატოვა » სპორტის ხაზი

VIDEO: ფანმა ნეიმარის იმიჯი მოირგო და დაცვა მოტყუებული დატოვა

VIDEO: ფანმა ნეიმარის იმიჯი მოირგო და დაცვა მოტყუებული დატოვა
30-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის G ჯგუფის შეხვედრა ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გაიმართა, რომელიც სამხრეთ ამერიკელებმა 1:0 კაზემიროს ბრწყინვალე დარტყმით მოიგეს და 1/8 ფინალში კვალიფიცირდნენ.

სწორედ ამ თამაშის მსვლელობისას, ინტერნეტში საკმაოდ საინტერესო და სახალისო ვიდეო გავრცელდა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელმაც ნეიმარის იმიჯი მოირგო მოედანზე თავად მატჩისთვის მობილიზებულმა დაცვამ შეიყვანა. მათ ვერ გააანალიზეს, რომ საქმე უბრალოდ რიგით ქომაგთან ჰქონდათ - იხილეთ ვიდეო.

გარდა ამისა, ნეიმარის იმიჯმორგებულ გულშემატკივართან ფოტო არაერთმა სხვა ქომაგმა გადაიღო. როგორც ჩანს, ბრაზილიელი ფეხბურთელის კლონმა ყველა მოტყუებული დატოვა.

ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კამერუნის წინააღმდეგ 2 დეკემბერს, 23:00 საათზე გამართავს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი