VIDEO: პორტუგალიის მატჩისას მინდორზე LGBT დროშის მქონე ადამიანი შევარდა » სპორტის ხაზი

VIDEO: პორტუგალიის მატჩისას მინდორზე LGBT დროშის მქონე ადამიანი შევარდა

VIDEO: პორტუგალიის მატჩისას მინდორზე LGBT დროშის მქონე ადამიანი შევარდა
29-11-2022, 00:29
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის, მეორე ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს პორტუგალიისა და ურუგვაის ნაკრებები უპირისპირდებიან. ერთი საათის თავზე, პორტუგალია მეტოქეს 1:0-ს ამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ, მინდორზე ერთ-ერთი გულშემატკივარი გამოჩნდა, რომელმაც მოედნის ნახევარი სწრაფად გადაკვეთა და LGBT დროშაც ააფრიალა. ცხადია, რეჟისორებმა ეს ეპიზოდი კადრში მხოლოდ წამიერად მოახვედრეს, მატჩისთვის მობილიზებულმა პერსონალმა კი ნახსენები გულშემატკივარი მოედნიდან მალევე გაიყვანა. საინტერესოა, რომ ამავე ადამიანის მაისურზე შემდეგი რამ ეწერა - "იხსენით უკრაინა და პატივისცემა ირანელ ქალებს."

შეგახსენებთ, რომ კატარში ჰომოსექსუალიზმი კანონით აკრძალულლია და პატიმრობით ისჯება. მიუხედავად ამისა, კატარი მუნდიალის დაწყებამდე ამბობდა, რომ მსგავსი შემთხვევების გამოვლინებისას კანონი შემსუბუქდებოდა და დაპატიმრებათა ციკლს ვერ ვიხილავდით. ამდენად, საინტერესოა თუ რა ბედი ეწევა იმ ადამიანს, რომელმაც რამდენიმე წუთს წინ, მთელი მოედანი LGBT დროშით გაირბინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი