"მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ" | ტატო გრიგალაშვილი » სპორტის ხაზი

"მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ" | ტატო გრიგალაშვილი

"მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ" | ტატო გრიგალაშვილი
28-11-2022, 18:25
Aa Aa
გაზიარება:

ქართველ ძიუდოისტთან და მსოფლიოს ჩემპიონთან, ტატო გრიგალაშვილითან ქართული ძიუდოს ფედერაციამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალსა და სახელოვანი მეტოქის, ბელგიელი მატიას კასეს დამარცხებას იხსნებს:

"მე და გუჯეჯა ტიტულის მოსაპოვებლად თავიდანვე განვეწყვეთ, ჩვენ ბრძოლისთვის დასაწყისშივე მზად ვიყავით. ჩემი მეტოქე მსოფლიოს მაშინ უკვე მოქმედი ჩემპიონი მატიას კასე იყო, რომელიც ძალიან ძლიერი, ჭკვიანი და ტიტულოვანი სპორტსმენი გახლავთ, რის გამოც მასთან ბრძოლა ჩემთვის სასიამოვნო იყო. კასეს ამ ფინალამდე 4-ჯერ შევხვდი და ჩვენ ერთმანეთის ტაქტიკა უკვე კარგად ვიცოდით, ამიტომ გდების გაკეთება ორივეს გვიჭირდა."

"ბოლო წუთიდან მე და კასემ ნამდვილი ორთაბრძოლა დავიწყეთ, რადგან ჩვენს შორის უფრო მეტი კონტაქტი შედგა. ჩვენი ბრძოლა საბოლოოდ ოქროს ქულაში გადავიდა, სადაც აღებული ქულა სპორტსმენს მსოფლიოს ჩემპიონს ხდიდა. მოგების მცდელობები ორივეს გვქონდა, თუმცა ბრძოლა ძალიან გაიწელა, რამაც, რა თქმა უნდა, ორივე დაგვღალა."

"ბოლოში 2 შიდო მივიღე, რის გამოც დასაკარგი უკვე აღარაფერი მქონდა. ვფიქრობ, მე უფრო მეტად მსურდა მსოფლიოს ჩემპიონობა, ვიდრე კასეს ტიტულის დაცვა. მიუხედავად ენერგიის გამოფიტვისა, მცდელობებს არ ვაკლებდი, ბოლოს კი ყველაფერი გამომივიდა - არის! მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ!"

"კარგად ვერ გამოვხატე სიხარული, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა ყველაფერი კარგად გვაჩვენეს. გუჯეჯა, გულშემატკივრები, ყველა ძალიან დამეხმარა ჩვენი მიზნის მიღწევაში და მინდა, რომ ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო." - ტატო გრიგალაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი