VIDEO: აიმარმა მესის გოლზე ცრემლები ვერ შეიკავა » სპორტის ხაზი

VIDEO: აიმარმა მესის გოლზე ცრემლები ვერ შეიკავა

VIDEO: აიმარმა მესის გოლზე ცრემლები ვერ შეიკავა
27-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის C ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა არგენტინისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გაიმართა, სადაც ლიონელ მესიმ და კამპანიამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით, C ჯგუფში 3 ქულა ერთბაშად ორ ნაკრებს, არგენტინასა და საუდის არაბეთს მოუგროვდა. რაც შეეხება პოლონეთს, მას 4 ქულა აქვს, მექსიკას კი 1, რის გამოც ამავე ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრები უკიდეგანოდ დაძაბული იქნება.

არგენტინა - მექსიკის 64-ე წუთისთვის, როდესაც მსოფლიომ წამით სუნთქვა შეაჩერა, ლეო მესიმ მოხდენილი დარტყმით გილერმო ოჩოას კარი აიღო და არგენტინა დააწინაურა, რაზეც არგენტინელთა სტაფის ერთ-ერთ წევრს, პაბლო აიმარს ემოციური რეაქცია ჰქონდა. ცნობისთვის, პაბლო აიმარი გახლავთ ფეხბურთელი, ვინც ლეო მესის ბავშვობის კუმირი იყო.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ სკალონის არგენტინის ნაკრები მუნდიალის მომდევნო შეხვედრას რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის წინააღმდეგ 30 ნოემბრის 23:00 საათზე გამართავს, სადაც გადაწყდება გავა თუ არა არგენტინა ფლეიოფში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.