'ნაპოლიმ' ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა - გაემგზავრება თუ არა ხვიჩა გუნდთან ერთად? » სპორტის ხაზი

'ნაპოლიმ' ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა - გაემგზავრება თუ არა ხვიჩა გუნდთან ერთად?

'ნაპოლიმ' ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა - გაემგზავრება თუ არა ხვიჩა გუნდთან ერთად?
25-11-2022, 15:02
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის გამო პაუზაზე გასული 'ნაპოლი' შეკრებებს ორშაბათიდან იწყებს და სეზონის განახლებამდე რამდენიმე ტესტ-მატჩსაც ჩაატარებს. იტალიური მედიის მტკიცებით ამ მოსამზადებელ ტურში მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს.

'ნაპოლიმ' ამხანაგური შეხვედრები დაგეგმა - გაემგზავრება თუ არა ხვიჩა გუნდთან ერთად?

'ნაპოლი' სეზონის განახლებისთვის ემზადება

ლუჩანო სპელეტის გუნდი „კასტელ ვორნუტოში" სრულად შეიკრიბება და დეკემბრის დასაწყისისკენ თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართვს. თავდაპირველად 'პარტენოპეი' ანტალიაში 10-დღიან სავარჯიშო პროცესს გაივლის, მოედანს კი 12 დეკემბერს დაუბრუნდება. სპალეტის ბიჭების პირველი მეტოქე 'კარაგუმრუკი' იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელიც ანდრეა პირლოა. იტალიური მედიის ცნობით, გადაწყვეტილია 'კრისტალ პალასთან' თამაშიც.

თურქული შეკრების დასრულების შემდეგ 'ნაპოლი' სახლში დაბრუნდება, სადაც კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 'ვილიარეალის' წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრის ჩატარების თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ქართველი და იტალიელი გულშემატკივრებისთვის კი ყველაზე სასიხარულო ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებაა, რომელიც ფეხბურთის ენთუზიასტებს 2 ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ.

შეგახსენებთ, რომ 'ნაპოლი' სერია A-ს მიმდინარე სეზონში იდეალურად გამოიყურება. სპალეტის შეგირდები იტალიის ჩემპიონატს 41 ქულით ლიდერობენ. მომდევნო შეხვედრას იტალიური კლუბი 4 იანვარს 'ინტერის' წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი