საქართველოში ინტერის აკადემიის პრეზიდენტი : 'ნეაპოლი ახლა ხვიჩა კვარაცხელიას ქალაქია' » სპორტის ხაზი

საქართველოში ინტერის აკადემიის პრეზიდენტი : 'ნეაპოლი ახლა ხვიჩა კვარაცხელიას ქალაქია'

საქართველოში ინტერის აკადემიის პრეზიდენტი : 'ნეაპოლი ახლა ხვიჩა კვარაცხელიას ქალაქია'
24-11-2022, 19:28
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოში "ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი, ანა წერეთელი "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნე­ა­პო­ლი ახლა მა­რა­დო­ნა­სა და ხვი­ჩას ქა­ლა­ქია. ის აღფრთოვანებულია იმ ატმოსფეროთი, რომელიც იტალიის ქუჩებში კვარაცხელიას სიყვარულით არის შექმნილი.

"იტალიაში ხვიჩას მიმართ ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ნეაპოლში ჩავედი თუ არა, პატივს სწორედ ხვიჩას გამო მცემდნენ. ვერ მივხვდი, ჩემთან სელფებს რატომ იღებდნენ, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქართველი და კვარას თანამემამულე ვარ.

გადაჭარბების გარეშე, ნეაპოლი ახლა მარადონასა და ხვიჩას ქალაქია. კვარაცხელიას ყველა ფერის მაისური ერთნაირი წარმატებით იყიდება - თეთრი, ლურჯი, ვარდისფერი... გაყიდვაშია პატარა თაბაშირის ფიგურები, რომლებზედაც მხოლოდ ხვიჩა და დიეგო არიან გამოსახულნი. კვარაცხელიას ორიგინალი მაისურების შეძენა პრობლემურიც კია.


საქართველოში ინტერის აკადემიის პრეზიდენტი : 'ნეაპოლი ახლა ხვიჩა კვარაცხელიას ქალაქია'

ხვიჩას ყველა თამაშს ქართველი გულშემატკივრებიც ესწრებიან

სტადიონზე, ნეაპოლელთა თამაშზე როცა ვიყავი, ყველა კუთხეში ქართული დროშა შეინიშნებოდა. ქალაქში სეირნობისას საკმაოდ ბევრი ქართველი შემხვდა. იქაური დამოკიდებულების შემდეგ პირველად მომინდა, სხვა გვარი მქონოდა და იმ მომენტში კვარაცხელია ვყოფილიყავი." - თქვა ანა წერეთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი