როგორ გამოეხმაურა ვალენსია და ესპანური პრესა მამარდაშვილის წარმატებულ დებიუტს? (ფოტო) » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

როგორ გამოეხმაურა ვალენსია და ესპანური პრესა მამარდაშვილის წარმატებულ დებიუტს? (ფოტო)

როგორ გამოეხმაურა ვალენსია და ესპანური პრესა მამარდაშვილის წარმატებულ დებიუტს? (ფოტო)
22-07-2021, 14:12
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ვალენსიას მთავარ გუნდში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ესპანური გამოცემა El Desmarque ქართველ მეკარეზე წერს:

'ოთხშაბათს, ვალენსიას მატჩმა გიორგი მამარდაშვილის სათამაშო დონე დაგვანახა. გიოს შთამბეჭდავი თამაშის გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, ახალგაზრდა მეკარე ისტორიაში პირველი ქართველია, რომელმაც ღამურების ფორმა მოირგო.

მამარდაშვილმა ატრომიტოსის წინააღმდეგ მეორე ტაიმი ითამაშა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, არა მხოლოდ სეივებით, არამედ ლიდერული თვისებებით - როცა თანაგუნდელებთან ურთიერთობას ეხებოდა საქმე.

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გიორგიმ შთაბეჭდილება თავისი ორი სეივით მოახდინა, რაც გიოს კარის მშრალად შენახვაში დაეხმარა. 

20 წლის მეკარის სურვილია, ვალენსიას მაისურით პირველ კვირებში კარგი შთაბეჭდილება დატოვოს - შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ამის კეთება უკვე დაიწყო.

ამ მომენტისათვის, მას გუნდში გამოკვეთილი როლი უკავია, თუმცა ის გუნდში იმისთვის მოვიდა, რომ მესამე მეკარე იყოს და თავის შანსს დაელოდოს. ასევე - გიორგი პირველ გუნდში ნათამაშებ წუთებს, სარეზერვო გუნდთან ერთად ჩატარებულ შეხვედრებით ჩაანაცვლებს.

ბორდალასი მამარდაშვილის შრომისმოყვარეობით და პროგრესირების სურვილით ძალიან მოიხიბლა.

გუშინ, ვალენსიას ფანებმა იხილეს თუ რისგან არის მამარდაშვილი დამზადებული და რომ ის არ არის მოსული გუნდში როგორც უბრალო და მარტივი სარეზერვო მეკარე. მას ვალენსიაში თავისი ადგილის დამკვირდება სურს და ამის მტკიცება პირვლეივე დღიდან დაიწყო.
' - წერს ესპანური გამოცემა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი