ნანდო ორსი: 'ინსინიე თუ კვარაცხელია? ეს მარტივი სათქმელია' » სპორტის ხაზი

ნანდო ორსი: 'ინსინიე თუ კვარაცხელია? ეს მარტივი სათქმელია'

ნანდო ორსი: 'ინსინიე თუ კვარაცხელია? ეს მარტივი სათქმელია'
23-11-2022, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

რომის 'ლაციოს' ფეხბურთელს, ფერნანდო ორსის, რომელიც ახლა Sky Sports-ზე კომენტატორად მუშაობს, სთხოვეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შორის არჩევანი გაეკეთებინდა.

"მე მაინც ქართველ შემტევს ავირჩევდი. მე ის უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ლორენცო ინსინიე, რომლის საუკეთესო თვისებებს ვაღიარებ. იტალიაში ინსინიე არასდროს ყოფილა წმინდა, ის არ ყოფილა უშეცდომო. სამაგიეროდ არის ხვიჩა, რომლის კარგ თამაშზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს" - თქვა იტალიელმა.

ნანდო ორსი: 'ინსინიე თუ კვარაცხელია? ეს მარტივი სათქმელია'

ხვიჩას იტალიაში ძალიან აფასებენ

შეგახსენებთ იმასაც, რომ ინსინიემ 'ნაპოლი' გასული სეზონის შემდეგ დატოვა და კარიერა 'ტორონტოში' გააგრძელა. კვარაცხელია კი სწორედ იტალიელი ფეხბურთელის შემცვლელად მოიაზრებოდა, რომელიც ამ სეზონში პარტენოპეის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში იტალიური კლუბის მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს მიწერილი. ამასთან ხვიჩა სერია A-ს მე-6 საუკეთესო ბომბარდირია 6 გოლით და 5 პასით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი