ლუის ენრიკემ გაია სახლში ტყუილად დააბრუნა? | ესპანელ სპეციალისტს აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

ლუის ენრიკემ გაია სახლში ტყუილად დააბრუნა? | ესპანელ სპეციალისტს აკრიტიკებენ

ლუის ენრიკემ გაია სახლში ტყუილად დააბრუნა? | ესპანელ სპეციალისტს აკრიტიკებენ
21-11-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ, ესპანურმა Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ლუის ენრიკემ ვალენსიას ფეხბურთელი, ხოსე გაია ნაკრებიდან სახლში ტყუილად გააბრუნა. როგორც ცნობილი გახდა, გაიას ტრავმა უმნიშვნელო იყო და მისი განაცხადში დატოვება შეიძლებოდა, თუმცა ენრიკემ გაიას ესპანეთში დაბრუნებისკენ მიუთითა.

ლუის ენრიკე ბევრმა გულშემატკივარმა და მათ შორის, ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დავიდ ალბელდამ გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ ენრიკემ გაია განაცხადიდან უმიზეზოდ ამოაგდო.

ცნობისთვის, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხოსე გაია მორიგი ბარსელონას ფეხბურთელით, ალეხანდრო ბალდეთი ჩაანაცვლა, რაც კიდევ ერთი კრიტიკის საგანი გახდა. საგულისხმოა, რომ ბარსელონას ფეხბურთელების გაფავორიტებაში ენრიკეს ბრალს ბევრი გულშემატკივარი სდებს, ბალდეს ნაკრებში გამოჩენა კი ზუსტად ამ ხაზის გაგრძელებაა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მუნდიალის პირველ შეხვედრას 23 ნოემბრის 20:00 საათზე კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი