"მას აქვს გეგმა, თუ როგორ შეინარჩუნოს ქართველი მესი" - ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს სთავაზობს » სპორტის ხაზი

"მას აქვს გეგმა, თუ როგორ შეინარჩუნოს ქართველი მესი" - ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

"მას აქვს გეგმა, თუ როგორ შეინარჩუნოს ქართველი მესი" - ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს სთავაზობს
15-11-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ პრესაში, კერძოდ II Mattino-ში დაიწერა, რომ ნაპოლის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტებთან ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა როგორც ჩანს, პარტენოპეი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნების საკითხს ძალიან გულმოდგინედ ეკიდება და დიდი შანსია, რომ კვარაცხელიას ახალ კონტრაქტში საბონუსე სისტემა გააქტიურდეს:

"კრისტიანო ჯუნტოლი ფიქრობს, თუ რა გზით შეინარჩუნოს ქართველი მესი და მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, წესით, მალე ის ახალ შეთავაზებას მიიღებს." - წერს II Mattino.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს მაროკოსთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, ხვიჩა კვარაცხელია საერთო განაცხადში მოხვდა, თუმცა მიღებული წელის ტრავმის გამო, ქართველი ფეხბურთელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი