"ემოციებით ვითამაშეთ და სამართლიანად მოვიგეთ" - იტალიის მთავარი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ემოციებით ვითამაშეთ და სამართლიანად მოვიგეთ" - იტალიის მთავარი მწვრთნელი

"ემოციებით ვითამაშეთ და სამართლიანად მოვიგეთ" - იტალიის მთავარი მწვრთნელი
15-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ჩვენი გუნდი 84:85 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ზუროსის ბიჭებს ბოლო წამზე მოგების ოქროს შანსი მიეცათ, თუმცა თორნიკე შენგელიას ბურთის ჩასაგდებად დრო არ ეყო და დრამატულ შეხვედრაში მხოლოდ ქულით წავაგეთ.

გუშინდელი მოგებით, ჯანმარკო პოცეკოს გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოფიციალურად მოიპოვა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ მისი გუნდი უკრაინასთან ბოლომდე დაიხარჯება:

"უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოს ნაკრების ძალიან კარგი თამაში გამოვყო და მათ მსგავსი ხარისხით ასპარეზობა მივულოცო. ჩვენთვის საკმაოდ რთული გამოდგა, რომ მძიმე შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთან გამარჯვება მოგვეპოვებინა, თუმცა ამის გაკეთება კარგ თამაშში მოვახერხეთ, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს კალათბურთელებზე შეყვარებული ვარ, რადგან ისინი მუდმივად ბოლომდე იხარჯებიან, ასე იყო ესპანეთთანაც და ევრობასკეტზეც. ისინი ყოველთვის გულითა და ემოციებით თამაშობენ, ამიტომ გამარჯვება სამართლიანად მოიპოვეს. ასევე, მინდა გუნდის პერსონალიც გამოვყო, რომელმაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კერძოდ თორნიკე შენგელია ძალიან კარგად შეისწავლა და მისი განეიტრალება მოახერხა." - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრებს 2023 წლის თებერვალში ნიდერლანდებისა და ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი