რატომ არ გამოიძახეს ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებში? | სანიოლის განმარტება » სპორტის ხაზი

რატომ არ გამოიძახეს ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებში? | სანიოლის განმარტება

რატომ არ გამოიძახეს ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებში? | სანიოლის განმარტება
14-11-2022, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის სრული განაცხადი დაასახელა, სადაც ვერ მოხვდა ბოლო წლების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი.

რასაკვირველია, ვილი სანიოლმა ამ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა და თქვა: "ყაზაიშვილის ნაკრების მიღმა დატოვების გადაწყვეტილება ფედერაციასთან საერთო შეთანხმების საფუძველზე მივიღე, მიზეზი კი, ის ცნობილი და გახმაურებული ფაქტი იყო." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გასაჯაროვდა, სადაც ის დაჟინებით მოითხოვს, რომ ყაზაიშვილი ნაკრებში გამოძახებული აუცილებლად უნდა იყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი