'იტალიასთან სავსე დარბაზს ველით' - ილიას ზუროსი იტალიასთან გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'იტალიასთან სავსე დარბაზს ველით' - ილიას ზუროსი იტალიასთან გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრობს

'იტალიასთან სავსე დარბაზს ველით' - ილიას ზუროსი იტალიასთან გამარჯვების მნიშვნელობაზე საუბრობს
13-11-2022, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მერვე მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი იტალიას უმასპინძლებს, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ბერძენმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც იტალიასთან გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"იტალიის ნაკრები კარგად შეთამაშებული ძლიერი გუნდია. ჰყავს ევროლიგის მოთამაშეები და ხარისხიან კალათბურთს უჩვენებს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით წინა ტურში.

ჩვენც მძიმე ბრძოლა გვქონდა ისლანდიაში, თუმცა გუნდმა ძალების აღდგენა მეტ-ნაკლებად კარგად მოახერხა და იტალიასთან მატჩს მომზადებული ხვდება.

ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რომ მატჩს თბილისში ვმართავთ. ქართველი ქომაგის წინაშე თამაში კალათბურთელებს დამატებით ენერგიას მატებს. ევრობასკეტის მსვლელობისასაც გამოჩნდა, რომ საქართველოში ნამდვილი გულშემატკივარია. როცა იგებ, ყველა გვერდში გიდგას, როცა გაჭირვებისასაც შენთან არის, ესე იგი ქომაგს უყვარს კალათბურთი და ეროვნული ნაკრები. იმედი მაქვს, იტალიასთან მატჩს სავსე ტრიბუნების თანხლებით ვითამაშებთ" - თქვა ზუროსმა.


შეგახსნებთ იმასაც, რომ აღნიშნული დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე არის ჩანიშნული.




კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი