"გაზის პედლიდან ფეხი ნაადრევად ავიღეთ" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი » სპორტის ხაზი

"გაზის პედლიდან ფეხი ნაადრევად ავიღეთ" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი

"გაზის პედლიდან ფეხი ნაადრევად ავიღეთ" - ლუჩანო სპალეტის კომენტარი
12-11-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ უდინეზე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, რის შემდეგაც იტალიელი სპეციალისტი ჟურნალისტებთან გაჩერდა და მათ კითხვებს უპასუხა:

"ჩვენ ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვით და ბოლო თხუთმეტმა წუთმა აჩვენა, რომ აქამდე მიღწეული შედეგი არაფრის გარანტია არ არის. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მატჩი დასრულებული იყო და გაზის პედლიდან ფეხი ნაადრევად ავიღეთ. სინამდვილეში კი, გუნდს, რომელსაც ნესტოროვსკის მსგავსი ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამიდან შემოყვანა შეუძლია, თუ ყურადღებით არ იქნები და ტემპს არ შეინარჩუნებ, თავისუფლად შეუძლია, რომ დაგსაჯოს. კონკურენტები ახლოს არიან და როგორც დღეს გამოჩნდა, პრობლემების შექმნა მცირე ინცინდენტებსაც შეუძლიათ. დღევანდელი მატჩი დაგვეხმარება, რათა გადამწყვეტ მომენტებში უფრო კონკრეტულები ვიყოთ." - თქვა ლუჩანო სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლის 2022 წლის სამატჩო განრიგი დასრულებულია და გუნდი მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს ინტერის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი