კვარაცხელია უდინეზესთან გამოირიცხა | ხვიჩა ვერც ხვალ ითამაშებს » სპორტის ხაზი

კვარაცხელია უდინეზესთან გამოირიცხა | ხვიჩა ვერც ხვალ ითამაშებს

კვარაცხელია უდინეზესთან გამოირიცხა | ხვიჩა ვერც ხვალ ითამაშებს
11-11-2022, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად მოედანზე ვარჯიში ვერც დღეს მოახერხა და კვლავაც თერაპიული კურსის ჩატარებითა და ფიტნეს დარბაზში ვარჯიშით შემოიფარგლა, რაც ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს პასუხს - ხვიჩა ხვალინდელ შეხვედრასაც გამოტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი ხვალინდელ მატჩსაც დააკლდება, მასზე კომენტარი "უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა სოტილმა გააკეთა: "ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია. ის მრავალმხრივ გამორჩეული ფეხბურთელია და მისი სახით ნაპოლიმ ბრწყინვალე მოთამაშე დაიმატა. მიუხედავად ამისა, არ აქვს მნიშვნელობა ხვალ ხვიჩა შეგვიტევს თუ ვინმე სხვა, რადგან სპალეტის ბევრი ძლიერი მოთამაშე ჰყავს და ყველა შემთხვევაში ძლიერი ფეხბურთელების წინაშე მოგვიწევს თამაში." - თქვა "უდინეზეს" თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "უდინეზეს" დაპირისპირება ხვალ, 18:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი