AS: 'მამარდაშვილი ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა' » სპორტის ხაზი

AS: 'მამარდაშვილი ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა'

AS: 'მამარდაშვილი ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა'
11-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ გიორგი მამარდაშვილის 'ვალენსიამ' 'ბეტისს' შინ 3:0 მოუგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა სწორედ ქართველი მეკარე გახლდათ, რომელმაც არაერთი ულამაზესი სეივი შემოგვთავაზა.

პირველი გოლი"ღამურებმა" გონსალესის გაძევების დროს დანიშნული ჯარიმიდან გაიტანეს. მეორე გოლი 81-ე წუთზე პენალტით გაიტანა უგო გილამონმა, მესამე კი 90+3 წუთზე ჯასტინ კლუივერტმა შეაგდო.

გიორგის კარგ თამაშს რა თქმა უნდა საფეხბურთო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი კი AS-ი იყო, რომელმაც ქართველი მეკარის მიმართ სიმპათიები კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა.

"მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ძლევამოსილი ხელი გაშალა და პირველ ტაიმში ბეტისს დაწინაურების საშუალება არ მისცა. ქართველი განაგრძობს იმის დამტკიცებს, რომ ლა ლიგის სამ საუკეთესო მეკარეს შორისაა”.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი 'ვალენსიას' თავკაცმა, ჯენარო გატუზომაც გააკეთა - "ვულოცავ ჩემს ბიჭებს. მათ პირველიდან 95-ე წუთამდე კარგად ითამაშეს. გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სწორ კალაპოტში იყო."

შეგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო მატჩები 31 დეკემბრამდე შეჩერებული იქნება. ოცდათერთმეტში კი, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე „ღამურები” „ვილიარეალს” ესტუმრებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი