გეზი ისლანდიისკენ! | საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 14 მოთამაშით დაკომპლექტდა » სპორტის ხაზი

გეზი ისლანდიისკენ! | საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 14 მოთამაშით დაკომპლექტდა

გეზი ისლანდიისკენ! | საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 14 მოთამაშით დაკომპლექტდა
5-11-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იალიას ზუროსმა გუნდში 14 მოთამაშე გამოიძახა: რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, თორნიკე შენგელია, თადუს მაკფადენი, ბექა ბექაური, გივი ბაქრაძე და ილია ლონდარიძე.

გეზი ისლანდიისკენ! | საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 14 მოთამაშით დაკომპლექტდა


საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის მატჩებს გამართავს და აქედან უმნიშვნელოვანესი ისლანდიასთან დაგეგმილი შეხვედრა იქნება, რომელიც ჩვენი გუნდის პირდაპირი კონკურენტია, ამიტომ მათთან გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იქნება. პირველ შეხვედრას საქართველო სწორედ ისლანდიაში, 11 ნოემბერს 23:30-ზე ჩაატარებს, რასაც 3 დღეში იტალიასთან თბილისში გასამართი შეხვედრა მოსდევს, რომელიც 19:00 საათზეა ჩანიშნული.

საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის განაცხადში ვხედავთ თორნიკე შენგელიას, რომელმაც ნიდერლანდებთან მიღებული მხრის ტრავმა მოიშუშა და დარჩენილ შეხვედრებში გუნდის კაპიტანი ეროვნულ ნაკრებს ბოლომდე დაეხმარება.

იხილეთ ჩვენი ჯგუფის დეტალები:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი