"რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს" - თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს » სპორტის ხაზი

"რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს" - თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

"რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს" - თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
5-11-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პარკეტზე დაბრუნებას აანონსებს და მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მზადებას იწყებს.

"საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები. წინ Serie A-სა და Euroleague-ის თამაშებია Virtus Bologna-სთან ერთად, ხოლო 10 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი თამაშები გველის."
- წელს სპორტსმენი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დაზიანება 24 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მიიღო და ტრამვის გამო ევრობასკეტიც კი გამოტოვა.

აქვე მოგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ ილია ზუროსის შეგირდები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მე-5 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, 11 ნოემბერს ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი