"კვარა ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა ეს უნდა აღინიშნოს" - ჩერჩესოვი ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"კვარა ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა ეს უნდა აღინიშნოს" - ჩერჩესოვი ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს

"კვარა ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა ეს უნდა აღინიშნოს" - ჩერჩესოვი ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს
2-11-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად უნგრული "ფერენცვაროშის" დამრიგებელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტევიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა.

"როდესაც ნაპოლი ასე ძლიერად თამაშობს და ბრწყინავს, ამ გუნდის თითოეული თამაშის ხილვა ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის ჩემპიონატში ძალიან სასიამოვნოა.

ისინი კალჩოს დამსახურებულად ლიდერობენ, სპალეტის კი ძალიან ძლიერ სპეციალისტად ვთვლი და მან დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა.

რა თქმა უნდა, კვარაცხელია ბრწყინვალედ გამოიყურება, მაგრამ იქ მარტო არ არის. სპალეტის სამწვრთნელო სტილი ნაპოლიში ჩანს და შემიძლია ვთქვა, რომ ლუჩიანოს პროფესიონალური და ადამიანური გამოცდილება ხვიჩას სერია ახალ ჩემპიონატში ადაბტაციისთვის ძალიან დაეხმარა."


შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის შემტევის მონაგარი სერია A-ში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი