"ლოჩოშვილი დაცვით ფაზაში დამაჯერებელია" - როგორ გამოეხმაურა უცხოური მედია ლუკას თამაშს? » სპორტის ხაზი

"ლოჩოშვილი დაცვით ფაზაში დამაჯერებელია" - როგორ გამოეხმაურა უცხოური მედია ლუკას თამაშს?

"ლოჩოშვილი დაცვით ფაზაში დამაჯერებელია" - როგორ გამოეხმაურა უცხოური მედია ლუკას თამაშს?
30-10-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დასრულდა უგოლო შეხვედრა ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზესა" და "უდინეზეს" შორის. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მცველმა მატჩი კვლავ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორი 85-ე წუთისთვის მცირედი დაზიანების გამო დატოვა.

აი, როგორ ეხმაურება უცხოური მედია ლუკა ლოჩოშვილის დღევანდელ თამაშს: "ლოჩოშვილი დაცვით ფაზაში დამაჯერებელია და მეტოქის ნახევარზეც რამდენჯერმე გაამწვავა თამაში" | "ლოჩოშვილს ამ მომენტისთვის იდეალური ფიზიკური მზადყოფნა არ აქვს, თუმცა მაინც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ლუკამ თავი შეტევაშიც კარგად წარმოაჩინა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში" | ლოჩოშვილმა დიდებულად ითამაშა, უხეშადაც, როდესაც ამის საჭიროება არსებობდა. მატჩის ბოლოსკენ, როდესაც კონტრშეტევები მომრავლდა, ლოჩოშვილი ყოველთვის საჭირო ადგიალს იყო."

Sofascore-მ ქართველი ფეხბურთელის თამაში 7.3 სარეიტინგო ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის გუნდი იტალიის ჩემპიონატის ბოლო ადგილს 5 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი