"ამას 100 %- იანი დარწმუნებით ვამბობ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ამას 100 %- იანი დარწმუნებით ვამბობ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს

"ამას 100 %- იანი დარწმუნებით ვამბობ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორი ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს
27-10-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო თავის Twitter- ის გვერდზე "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის მოკლე კომენტარს აქვეყნებს, სადაც ის ხვიჩა კვარაცხელიას სხვა კლუბში შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს.

"მანჩესტერ სიტი? შემიძლია გითხრათ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება. 100%-იანი დარწმუნებით ვამბობ, რომ ხვიჩა ხელშეუხებელია. ქართველი არ დატოვებს კლუბს სატრანსფერო ბაზარზე" - ამბობს ჯუნტოლი.


მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 წლის შემტევის გადაბირება "ლივერპულს" და "მანჩესტერ სიტის" სურდა, თუმცა ზემოთ ხსენებული კომენტარით პარტენოპეიმ ამ საკითხს პასუხი გასცა და თავისი პოზიცია მყარად დააფიქსირა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.