FIBA-მ ქართველი და თურქი კალათბურთელები დასაჯა
ფიბამ ქართველი და თურქი კალათბურთელები დასაჯა. ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელიც თბილისში გაიმართა, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებთა მატჩში ინციდენტი მოხდა დუდა სანაძესა ფურკან კოკრმაზს შორის. ინციდენტი გასახდელშიც გაგრძელდა, სადაც მასში ამ კალათბურთელთა გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც მონაწილეობდნენ. ფიბამ ქართველები უფრო მკაცრად დასაჯა.
17-12-2022, 20:45
VIDEO: "ბითაძე ევროპაში გამორიცხული არ არის, სანდროსთან კითხვის ნიშნები არ არსებობს", - გურასპაული ქართველებზე
ვეტერანი ქართველი კალათბურთელი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტი პაატა გურასპაული ტელეკომპანია იმედის გადაცემა "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა...
6-11-2022, 15:07
როგორ შეხვდა ზაზა ფაჩულია Halloween-ის დღესასწაულს? (ფოტო)
31 ოქტომბრეს მთელმა მსოფლიომ ჰელოუინის დღესასწაული იზეიმა. გამონაკლისი არც ყოფილი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია ყოფილა...
1-11-2022, 13:41
VIDEO: თამაშის გაგრძელება კიდევ მინდოდა, თუმცა... - რატომ დაანება კალათბურთს თავი ზაზა ფაჩულიამ
საქართველოს საკალთბურთ ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ, საინტერესო კითხვებზე გულახდილი პასუხები გასცა.
17-09-2022, 14:00
"ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო, პირველად მნახა და სიცილი აუტყდა" - ზაზა ფაჩულია მეუღლის გაცნობის დღეზე
კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გადაცემა „სხვა კითხვებში“ მეუღლესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით თავდაპირველად მისი და თიკას ურთიერთობა არც ისე კარგად დაიწყო.

„პირველ ცდაზე არ გამოვიდა სხვათა შორის. თიკა არ მალავს ამას. პირველად, რომ გავიცანი შევხვდით და ჩამოვართვი ხელი და აუტყდა სიცილი. ეს ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყო, სიმაღლეზე გაეცინა, რა თქმა უნდა. მეგობართან ერთად იყო და ვერ გავაჩერე. პირველი ცდა არ გამოვიდა.

რამდენიმე თქვე არ გვქონია კომუნიკაცია. ივნისში მოხდა ეს ამბავი, სექტემბერში გვქონდა ღონისძიება, მერიაში 2008-ში, ბავშვებს შევხვდი, რომლებმაც მამები დაკარგეს ომში, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის. მანქანიდან გადმოვედი და ამ დროს თიკამ გამიარა წინ, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვხედავდი და თიკას ეგონა, რომ დავაიგნორე, არადა ეგეთი რაღაც არ ყოფილა, მართლა ვერ დავინახე, მერე ჩვენს საერთო მეგობარს დაურეკა და კარგად მლანძღა, ჩემმა მეგობარმა უთხრა, რომ ნომერი დავკარგე ზაზასიო და ძალიან გთხოვ საქმე მაქვს ჩემთვის გააკეთეო, მიაწოდე მობილურიო, მე მოვრჩი შეხვედრას და ზუსტად ამ დროს შემოვიდა თიკა, შენ მეგობარს გასაუბრება უნდაო და მომაწოდა ტელეფონი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსს.

მეორე შანსი დადებითად და წარმატებულად დამთავრდა. დღეს ოთხი შვილი გვყავს“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ „სხვა კითხვებში“ საუბრის დროს.
17-09-2022, 13:30
სანაძეს, შენგელიას და ბითაძეს დისკვალიფიკაცია ემუქრებათ - ფიბამ გამოძიება დაასრულა
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ გამოიძია ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი, რომელიც ფურკან კორკმაზზე თავდასხმას უკავშირდება.
15-09-2022, 23:18