"პრემიერ ლიგაში ორ გეი ფეხბურთელს ვიცნობ" - გარი ლინეკერი » სპორტის ხაზი

"პრემიერ ლიგაში ორ გეი ფეხბურთელს ვიცნობ" - გარი ლინეკერი

"პრემიერ ლიგაში ორ გეი ფეხბურთელს ვიცნობ" - გარი ლინეკერი
15-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

გთავაზობთ გარი ლინეკერის კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ "პრემიერ ლიგის" ორ ვარსკვლავ ფეხბურთელს იცნობს, რომლებიც ჰომოსექსუალები არიან და კარგი იქნება თუ ისინი თავიანთ ორიენტაციაზე მსოფლიო ჩემპიონატის დროს ისაუბრებენ:

"მე წყვილს ვიცნობ, თუმცა მათი დასახელება ჩემს მოვალეობაში არ შედის. ინგლისის ჩემპიონატში ვიცნობ ვიღაცებს, ვისაც სექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გამხელა თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ და კარგი იქნება თუ ისინი ამას მსოფლიო ჩემპიონატის დროს გააკეთებენ, რისი წყალობითაც უცნობთა შიშს დაძლევენ. ალბათ, ფეხბურთელები ჩუმად იმიტომ არიან, რომ ისინი თავიანთ თანაგუნდელებზე ფიქრობენ, თუმცა გუნდში, ალბათ ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად იცის.", - გარი ლინეკერი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინი მსოფლიოს ჩემპიონატზე LGBT თემის მხარდასაჭერი კაპიტნის სამკლაურით აპირებს თამაშს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი