ერიკ ტენ ჰაგი გუნდის სრულფასოვან წმენდას გეგმავს | დეტალები » სპორტის ხაზი

ერიკ ტენ ჰაგი გუნდის სრულფასოვან წმენდას გეგმავს | დეტალები

ერიკ ტენ ჰაგი გუნდის სრულფასოვან წმენდას გეგმავს | დეტალები
19-10-2022, 21:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იწერება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი გუნდის სრულფასოვან წმენდას გეგმავს და ბევრი მოთამაშის გაშვებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს დატოვებენ: დიეგო დალოტი, ლუკ შოუ, ფრედი, ალექს ტუანზებე, ტომ ჰიტონი, ფილ ჯონსი და ალეხანდრო გარნაჩო. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურებათ და როგორც ინგლისური მედია წერს, ტენ ჰაგი მათთან თანამშრომლობას არ გეგმავს. გარდა ამისა, იგივე საფრთხე მარკუს რაშფორდს, კრიშტიანუ რონალდუსა და დავიდ დე ხეასაც ემუქრებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ტენ ჰაგს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი მიუყვანეს, მის გეგმებში კიდევ შედიოდა რამდენიმე მოთამაშე, რომლების დამატებაც ნიდერლანდელს სურდა. უპირველეს ყოვლისა, საქმე ფრენკი დე იონგს ეხება, რომელიც ტენ ჰაგის ფავორიტი ფეხბურთელი ჯერ კიდევ "აიაქსის" პერიოდიდანაა. როგორც იცით, ფრენკი "ბარსელონაში" სათამაშო დროით უკმაყოფილოა და არაა გამორიცხული, რომ ინგლისურმა კლუბმა დე იონგი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი