"ნაპოლიმ" გასვლაზე მოიგო - რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა? » სპორტის ხაზი

"ნაპოლიმ" გასვლაზე მოიგო - რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?

"ნაპოლიმ" გასვლაზე მოიგო - რა შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
9-10-2022, 21:58
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა "კრემონეზესა" და "ნაპოლის" შორის, სადაც ნეაპოლელებმა გამანადგურებელი სხვაობით 1-4 იმარჯვეს და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი პროდუქტიული შეხვედრა შემოგვთავაზა და გუნდს მორიგი თერთმეტმეტრიანი მოუპოვა, შემდეგ კი საგოლე გადაცემაც მიწერა. ცოტა რამ შეიძლება ვთქვათ ლუკა ლოჩოშვილზე, რომელსაც ნამდვილად არ გამოუვიდა კარგი შეხვედრა.

კვარაცხელიამ ამ შეხვედრის შემდეგ, შეფასების სახით 7.6 ქულა მიიღო. რაც შეეხება ლუკას, ის SofaScore-მა 5.8 ქულით შეაფასა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პარტენოპეი სერია ა-ს 23 ქულით ლიდერობს, ხოლო "კრემონეზე" გასავარდ ზონაში 3 ქულით იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.