სპალეტი: “გულშემატკივარი ყოველ მატჩში ჩვენთან ერთად უნდა იყოს” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “გულშემატკივარი ყოველ მატჩში ჩვენთან ერთად უნდა იყოს”

სპალეტი: “გულშემატკივარი ყოველ მატჩში ჩვენთან ერთად უნდა იყოს”
3-03-2023, 09:43
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში “ნაპოლი” “ლაციოს” დაუპირისპირდება. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

“სარის ნაპოლი ძალიან მომწონდა. როდესაც სახლში ფეხბურთს ვუყურებდი, აუცილებლად მისი ნაპოლის მატჩებს და ტაშს ვუკრავდი. არის ჩვენს შორის მსგავსებაც და განსხვავებაც, მაგრამ მე ჩემი პრაქტიკული ნაპოლი უფრო მომწონს.

მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრები ყოველ მატჩში ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ. ფანებმა არ უნდა მოუსმინონ მათ, ვისაც უნდათ, რომ საჭეს ხელები გავუშვათ, პირიქით, ჯერ კიდევ ბევრი მოსახვევი გვაქვს გასავლელი” - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

“ნაპოლისა” და “ლაციოს” დაპირისპირება დღეს 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი